10 ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ!
1.„აბა, ხელს ნუ მიშლი, ახლა არ მცალია, შემეშვი, მაცალე, გადი აქედან“ და ა.შ. თუ ამ ფრაზებს ბავშვს ხშირად ეტყვით, მას წარმოდგენა ექმნება შვილისა და მშობლის ურთიერთობის მოდელზე, რომელშიც მას სულაც არუკავია პირველი ადგილი, რაც აუცილებლად აისახება მომავალში მშობლებისა და უკვე მოზრდილი შვილების ურთიერთობაზე. უმჯობესია, ბავშვს უფრო მსუბუქად მიმართოთ, მშვიდად აუხსნათ, რომ ახლა რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებთ. თუ არადა, აუცილებლად მოუსმინეთ. იქნებ, რა უნდა?!
2. „შენ ისეთი მატყუარა, ზარმაცი, დებილი, შტერი და მისთ. ხარ“ _ ზოგადად მსგავსი იარლიყები გავლენას ახდენს ბავშვის ხასიათის ჩამოყალიბებაზე. ლმობიერი ფორმითაც კი ნებისმიერი იარლიყის გამოყენება მას დიდ ზიანს მიაყენებს. გიჯობთ, სულ არ გამოიყენოთ ეს სიტყვები.
3. „ნუ ტირი“ - მშობლები ამ ფრაზას ხშირად იყენებენ. სწორედაც რომ მისი ხშირი გამეორებისას უყალიბდება პატარას აზრი, რომ ის განცდა თუ მოვლენა, რის გამოც ტირის, არ იმსახურებს ყურადღებას, უმნიშვნელოა. თუ ბავშვი ტირის, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მისი ტირილის შესაჩერებლად, მოეფერებით და აჩვენებთ, რომ მისი ემოცია თქვენთვის გასაგებია. რასაკვირველია, ეს იმ შემთხვევაში, თუ ის იმიტომ არ ტირის, რომ მორიგი ახირება გაიტანოს.
4. „ნუთუ არ შეგიძლია, .... მოიქცე?“ - მსგავსი შედარებები და-ძმასთან თუ ზოგადად ვინმესთან, საკმაო საფრთხეს შეიცავს, რადგან გარდა იმისა, რომ ბავშვს წყენისა და ეჭვიანობის განცდას უჩენს, ნეგატიური რეაქციისკენ ვუბიძგებთ – პირიქით, ის არ გააკეთებს იმას, რასაც მისგან ითხოვთ.
5. „დროზე!“ - ბუნებრივია, ეს ფრაზა ყველაზე ხშირად მაშინ ისმის, როცა მშობლებს ეჩქარებათ. არადა, ბავშვის იგივე საქციელი უფრო მშვიდ სიტუაციაში შეიძლება ვერც კი შენიშნოთ. თუ ეს ფრაზა ხშირად ისმის გაღიზიანებული ან ბრალმდებელი ტონით, ბავშვი აცნობიერებს, რომ მშობელი მისით უკმაყოფილოა და თავს უხერხულად გრძნობს. თუ ეს ყოველდღე მეორდება ან დღეში რამდენჯერმე ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
6. „ყოჩაღ!“ - რა შეიძლება იყოს ცუდი ამ წამახალისებელ სიტყვაში? არადა, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ შექებისთვის ხშირად ვიყენებთ ამ (ან ნებისმიერ სხვა) ფრაზას, მას ფასი ეკარგება. ბავშვი მას მექანიკურად აღიქვამს და ქვეცნობიერად აღარ ანიჭებს არანაირ მნიშვნელობას. რასაკვირველია, ბავშვი მხოლოდ მაშინ უნდა შეაქოთ, როცა ამას იმსახურებს და ეცადეთ, საამისოდ სხვადასხვა სიტყვები გამოიყენოთ.
7. „მოდი, დაგეხმარები, შენ არ გამოგდის“ _ ხშირად გამეორებული ეს ფრაზა ბავშვს წარუმატებლობის კომპლექსს უყალიბებს _ დასაწყისშივე ჰგონია, რომ არაფერი გამოუვა, თუ მშობელი არ დაეხმარება. არადა, გარკვეულ ასაკში, როცა ბავშვს დაეწყება დამოუკიდებლად საქმის კეთების სურვილი („მე თვითონ“), ამ ფრაზამ შეიძლება სერიოზულ კონფლიქტი გამოიწვიოს.
8. „ოღონდ დაწყნარდი და აიღე!“ - თუ მკაცრ აკრძალვას ნატანჯი სახით ხშირად შეცვლით ნებართვით, ბავშვი იგრძნობს, რომ ყვირილით, ისტერიკით თუ კაპრიზებით ყველაფერს მიაღწევს.
9. „ახლავე შეწყვიტე!“ - აბა, გაჩუმდი! დაწყნარდი! აბა, ვის ვუთხარი!.. ალბათ, ბავშვის გარდა, ასე სხვას არავის მიმართავთ, ასე არ არის? არადა, ამგვარი ტონით მიმართვისას, ის არა მხოლოდ გინაწყენდებათ, არამედ თავს სრულიად უუფლებოდ მიიჩნევს. იმის ნაცვლად, რომ „დაწყნარდეს“ და „შეწყვიტოს“, მიმართავს პროტესტს: ტირის, კაპრიზობს, უკვე მოზრდილ ასაკში კი გიპასუხებთ: „შემეშვი რა...“ და საკუთარ თავში ჩაიკეტება.
10. „ახლა მაგრად გცემ“, ამგვარ სიტყვებს, მით უმეტეს, ბავშვის ფიზიკურ დასჯას მშობლები, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერიდონ. ტკბილი სიტყვითა და მოთმინებით გააგებინონ ბავშვს, რომ არასწორად იქცევა.
(წყარო: რუბრიკიდან: ფსიქოლოგები გვირჩევენ.გამომცემლობა ,,ელფი''
https://www.facebook.com/Elf.Publishing.House?hc_location=timeline)